ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთი დღით არქეოლოგების როლი მოირგეს
19-10-2018
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები ისტორიის პროექტში „ნიჩბით შეიარაღებული ისტორია“ მონაწილეობდნენ.
პროექტი ნოქალაქევში გაიმართა.
„აქტივობა შთამბეჭდავი და უჩვეულო იყო, მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკული სამუშაოებით განამტკიცეს და არაფორმალურ გარემოში გააკეთეს პრეზენტაციები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
მოსწავლებს პედაგოგი მაკა პაპავა და კლასის დამრიგებელი როზა შენგელია ხელმძღვანელობდათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს