მეორე სვირის N1 საჯარო სკოლას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ
19-10-2018
მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
სტუმრებმა მოსწავლეებს აჩვენეს საინტერესო პრეზენტაცია, რომელმაც მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი გამოიწვია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„კითხვებზე იყო საინტერესო ვარაუდები მოსწავლეთა მხრიდან. მიგვაჩნია, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მომავალი თაობისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის