გორის N3 საჯარო სკოლას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სტუმრობდა
19-10-2018
თავდაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში „ჩვენი ჯარი საჯარო სკოლებში“, გორის N3 საჯარო სკოლას თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას.
ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღებული ძალების შესახებ გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია წარადგინეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
პროექტს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის