პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დღეს დასრულდება
19-10-2018

პროფესიული განათლების მისაღებ პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს, 19 ოქტომბერს სრულდება. მსურველთა რეგისტრაცია კი შესაძლებელია, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ონლაინ საიტზე  https://vet.emis.ge/#/

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისთვის საჭიროა - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პირს (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს), რომელსაც აქვს ზოგადი საბაზო განათლების (9 კლასი) დამადასტურებელი დოკუმენტი. პროგრამებზე რეგისტრაციის ასაკი შეზღუდული არ არის.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სწავლება კი ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა შესაძლებელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203