ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საგნების მაქსიმალური ქულები და ჩატარების განრიგი ცნობილია
19-10-2018
2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საგნების ტესტების მაქსიმალური ქულები და ჩატარების განრიგი ცნობილია.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთდროულად 09:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით ჩატარდება.
იხილეთ როდის, რომელ საგანში ჩატარდება ტესტირებები:
17 ნოემბერი: ქართული ენა და ლიტერატურა/ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის; ბიოლოგია;
18 ნოემბერი: მათემატიკა; გერმანული ენა;
24 ნოემბრი: ქიმია; ინგლისური ენა;
25 ნოემბერი: ფიზიკა; ისტორია;
1 დეკემბერი: ფრანგული; რუსული;
2 დეკემბერი: გეოგრაფია.
პირველი ტურის მაქსიმალური ქულები საგნების მიხედვით: ქართული ენა და ლიტერატურა - 40 ქულა; ქართული ენა არაქართულენოვანი ზგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის - 40 ქულა;
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რეგისტრაცია 1-ელ ნოემბრს 10:00 საათზე დაიწყება და 12 ნოემბრს 18:00 საათზე დასრულდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო