რომელ უნივერსიტეტებში შეუძლიათ სტუდენტებს რიგგარეშე მობილობით გადასვლა - იხილეთ სრული ჩამონათვალი
19-10-2018
რიგგარეშე მობილობით სარგებლობა სტუდენტებს 29 უნივერსიტეტში შეუძლიათ. უნივერსიტეტების რაოდენობა მას შემდეგ განახლდა, რაც განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესებისთვის ვაკანტური ადგილების გამოცხადების დრო გადაწია, რის შედეგადაც პირვანდელ ჩამონათვალს კიდევ 12 უნივერსიტეტი დაემატა.

შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე გამარტივებული წესით მობილობისთვის, სტუდენტებს უნივერსიტეტებისთვის მიმართვა და პირადი საქმის ასლების წარდგენა 25 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

Etaloni.ge გთავაზობთ, იმ უნივერსიტეტების სიას, რომლებიც ბოლოს დაემატა ჩამონათვალს.

1. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი 

2. შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 

3. სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 

4. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 

5. შპს - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი 

6. სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

7. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 

8. შპს - საქართველოს უნივერსიტეტი 

9. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

10. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი 

11. სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

12. შპს - ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი


აქვე იხილეთ წინა დღეებში გამოცხადებული უნივერისტეტების ჩამონათვალი.

Etaloni.ge შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა რიგგარაშე მობილობა გამოაცხადა: შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის, შპს - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის, შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემიის - SBA სტუდენტებისთვის. 

აგრეთვე, იმ პირების რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების მიზნით, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომლებიც სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად, ჩარიცხვის მიზნით, ვერ მიმართავენ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203