ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ
18-10-2018
ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეებმა თბილისის ეროვნულ პარკში (საბადურის ტყე) გასვლითი ექსკურსია მოაწყვეს.
ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ ასევე სკოლის დირექტორი ზინა კენკიშვილი, ბიოლოგიისა და ისტორიის მასწავლებლები და კლასის დამრიგებლები: ლია სიმონიშვილი, ნანა ბადაგაძე, მანანა ზურაბიშვილი, ელენე ჩოლოგაური.
„ექსკურსიაზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს ტყის უნიკალური ბაზა, გაეცნენ საბადურის ტყის ფლორას, ასევე, პარკის ისტორიას, ისაუბრეს მის გეოგრაფიულ და ისტორიულ მნიშვნელობაზე, დაასუფთავეს რეკრეაციული ადგილები, იპიკნიკეს, გაერთნენ და კმაყოფილები დაბრუნდნენ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის