შემოქმედის საჯარო სკოლაში აქტივობა - „ვიზრუნოთ სკოლის ესთეტიკურ გარემოზე“ ჩატარდა
18-10-2018
ოზურგეთის, აკაკი სურგულაძის სახელობის შემოქმედის საჯარო სკოლაში, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის ორგანიზებით, აქტივობა - „ვიზრუნოთ სკოლის ესთეტიკურ გარემოზე“ ჩატარდა. აქტივობაში VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პედაგოგებმა ფიქრია სოროზანიშვილმა, მარინა მუკბანიანმა, თამარ ეზიეშვილმა მოსწავლეებთან ერთად ყვავილები დარგეს. პედაგოგები ასევე აღსაზრდელებს გარემოს ესთეტიკური მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ და ყვავილების მოვლის წესები აუხსნეს.
„მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ იზრუნებენ იმ ყვავილებზე, რომლითაც გარემო გაალამაზეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს