რომელ ქვეყნებში მიდიან სასწავლებლად ქართველი სტუდენტები - იხილეთ ჩამონათვალი
18-10-2018

უნივერსიტეტების მიერ საზღვარგარეთ სასწავლებლად ყოველწლიურად დაახლოებით 500-მდე სტუდენტი იგზავნება. პოპულარული ქვეყნების ჩამონათვალში ლიდერობს გერმანია, პოლონეთი და ლიტვა. ბოლო დროს სტუდენტებისთვის მიმზიდველი გახდა ჩინეთიც.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, როგორც კერძო ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი სტუდენტი იგზავნება საზღვარგარეთ. მაგალითად:

2015-2016 სასწავლო წელს საზღვარგარეთ 403 სტუდენტი გაიგზავნა, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან 207, ხოლო კერძოდან - 196;

2016-2017 სასწავლო წელს - 565 სტუდენტი გაიგზავნა, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან 400, ხოლო კერძოდან -165;

2017-2018 სასწავლო წელს - 582 სტუდენტი გაიგზავნა, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან 390, ხოლო კერძოდან - 192.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ორჯერ გაიზარდა ჩინეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების რიცხვი. მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წელს ჩინეთში 32 სტუდენტი გაიგზავნა, მაშინ როცა 2016-2017 სასწავლო წელს ჩინეთში გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა 16-ს არ აღემატებოდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით etaloni.ge  გთავაზობთ, ბოლო სამი სასწავლო წლის განმავლობაში იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც უნივერსიტეტები ყველაზე ხშირად აგზავნიან სტუდენტებს.

გერმანია - 360 სტუდენტი

პოლონეთი - 227 სტუდენტი

ლიტვა - 78 სტუდენტი

იტალია - 66 სტუდენტი

ჩინეთი - 65 სტუდენტი

თურქეთი - 64 სტუდენტი

საფრანგეთი - 59 სტუდენტი 

ესპანეთი - 57 სტუდენტი

ესტონეთი - 51 სტუდენტი

ლატვია - 51 სტუდენტი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203