ზემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში იმყოფებოდნენ
18-10-2018
ზემო ახალშენის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა ძვ. წ. XII – IX სს-ის და აგრეთვე VII - IV სს. უნიკალური არქეოლოგიური მასალები, მათ შორის, სხვადასხვა სახის, ფორმისა და ზომის ძველი ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები, აგრეთვე ხელნაწერები და სახვითი ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერეს.
სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიას ორგანიზება ისტორიის პედაგოგმა სოფიო კაკაბაძემ და კლასის ხელმძღვანელმა ირმა კობალაძემ გაუწიეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის