2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია
17-10-2018

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რეგისტრაცია პირველი ნოემბრის 10:00 საათზე დაიწყება და 12 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდება. 

სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად. 

2018-2019 სასწავლო წლისთვის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის თითოეულ საგანში კონკრეტული კლასის/კლასების განსაზღვრის შესახებ 

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების განრიგი 

ცნობისთვის,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203