არეშფერანის საჯარო სკოლას მომღერალმა ელენე კალანდაძემ მხატვრული ლიტერატურა გადასცა
17-10-2018
არეშფერანის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მხატვრული ლიტერატურა შეემატა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ მომღერალმა ელენე კალანდაძემ სკოლის დასახმარებლად თანხა მოიგო.
მომღერალმა მოგებული 500 ლარით მხატვრული ლიტერატურა შეიძინა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის