ლამოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი წიგნები დაათვალიერეს
17-10-2018
ლამოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი წიგნები დაათვალიერეს. მათ შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ესეების კონკურსში - „მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ“ მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე მიხაი ზიჩის ერთ-ერთი ნახატის სცენა „გააცოცხლეს“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიიდან მოსწავლეები სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის