ტოლოშის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა გეზრბენის შეჯიბრში გაიმარჯვა
16-10-2018
ტოლოშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „სასკოლო ოლიმპიადა 2019“-ის ფარგლებში, ასპინძა-ჭობარეთის 4-კილომეტიან გზის მონაკვეთზე გამართულ გეზრბენში წარმატებით იასპარეზეს. სკოლის გოგონათა გუნდმა ტურნირში გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა, ვაჟთა გუნდი კი თავის კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა.
სპორტულ ღონისძიებაში ასპინძის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის - ტოლოშის, რუსთავის, აწყვიტის, დამალის და ხიზაბავრის სკოლების ბიჭებისა და გოგონების გუნდები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ტოლოშის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი „სასკოლო ოლიმპიადა 2018“-ის გამარჯვებულია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს