ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის გუნდმა მინი ფეხბურთის ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა
16-10-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის გუნდმა რამინ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ მინი ფეხბურთის ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირი ქვემო ვაშლოვანის ფეხბურთის მოედანზე 2005-2008 წლებში დაბადებულთა შორის ჩატარდა.
სკოლის აღსაზრდელებს სპორტს პედაგოგი გია ბოლქვაძე ასწავლის.
გუნდის წევრებს სკოლის დირექტორმა საჩუქრად დაპირებული ფეხბურთის ფორმები, მედლები და სიგელები საზეიმოდ გადასცა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის