მსახიობმა ონისე ონიანმა ლახამულას საჯარო სკოლას გადაცემაში მოგებული თანხით კომპიუტერი აჩუქა
16-10-2018
ლახამულას საჯარო სკოლის დასახმარებლად ცნობილმა მსახიობმა ონისე ონიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ თანხა მოიგო. მსახიობმა მეექვსეკლასელ ერუდიტებთან ერთად დიდი მონდომებით ითამაშა და 1000 ლარი მოიპოვა.
ონისე ონიანმა გადაცემაში მოგებული თანხით შეძენილი პერსონალური კომპიუტერი სკოლას გადასცა და მაღალი მთის მცირეკონტიგენტიანი სკოლის პატარა აღსაზრდელები გაახარა. იხილეთ ფოტო
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის