ჩოჩხათის საჯარო სკოლას 6 უფროსი მასწავლებელი შეემატა
16-10-2018
ჩოჩხათის საჯარო სკოლას ახალი სასწავლო წლიდან 6 უფროსი მასწავლებელი შეემატა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგებმა წარმატებით დაძლიეს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები.
ასევე, სკოლის მასწავლებელმა მზიური მანაგაძემ ინგლისურ ენაში მეორე სერთიფიკატი მოიპოვა.
სკოლის დირექცია მასწავლებებს წარმატებას ულოცავს და ნაყოფიერ მუშაობას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის