თბილისის N122 საჯარო სკოლის მოწაფეები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ
15-10-2018
თბილისის N122 საჯარო სკოლის VI-ა, VIII-გ და XI -ა კლასის მოსწავლეები კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ.
აღნიშნული საგანმანათლებლო გამოფენის -„მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ“, ფარგლებში ჩატარდა.
მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალი ხელნაწერები დაათვალიერეს, ხოლო შემდეგ, მცირე ესეს სახით თავი შოთა რუსთაველის პოემის გმირებად წარმოადგინეს.
გარდა ამისა, მოწაფეებმა „ვეფხისტყაოსნის“ უნგრელი მხატვრის, მიხაილ ზიჩის მიერ შესრულებული ილუსტრაცია გააცოცხლეს, სადაც შოთა რუსთაველი თამარ მეფეს საკუთარ ნაწარმოებს მიართმევს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის