ერგეს საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი წარმატებული მუშაობისთვის დააჯილდოვეს
15-10-2018
მასწავლებელთა კვირეულის ფარგლებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით რეგიონის მასშტაბით 32 წარმატებულ და 5 მენტორ პედაგოგთან შეხვედრა გაიმართა.
წარმატებულ პედაგოგებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი შეხვდა.
მან პედაგოგებს მისალოცი ბარათები და ფულადი ჯილდო გადასცა.
წარმატებულ პედაგოგთა შორის იყო ერგეს საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი ნანა ვარდმანიძე.
ერგეს საჯარო სკოლა ულოცავს ნანა ვარდმანიძეს და წარმატებებს უსურვებს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის