გორის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება - „ანბანის შემობრძანება“ გამართეს
15-10-2018
გორის N4 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარინე გოგნაძის ხელმძღვანობით, საზეიმო ღონისძიება - „ანბანის შემობრძანება“ გამართეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო ნომრებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
ღონისძიების ბოლოს პედაგოგებმა მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს