სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში უჩვეულო გაკვეთილი ჩატარდა
12-10-2018
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის Iა კლასში მასწავლებელმა ნინელი შანიძემ უჩვეულო და ჯადოსნური გაკვეთილი ჩაატარა.
პირველკლასელებს კლასში ბურატინო ესტუმრათ, რომელმაც მოსწავლეებს ანბანი მოუტანა.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ.
„მოსწავლეებმა ი და ა ასო-ბგერებს თავისი ადგილი მიუჩინეს. შემდეგ მოქარგეს ასოები, მოაწყვეს გამოფენა, სიმბოლურად „იამ“ ცოდნის გასაღები უსახსოვრა მოსწავლეებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა „იას“ ვარსკვლავი გაუხსნეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის