ახალსოფლის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
12-10-2018
ტყიბულის, ახალსოფლის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო ნომრებით იყო დატვირთული.
„მასწავლებლებო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი!“ - ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა ღონისძიებას. მოსწავლეებმა მადლიერებით და სიყვარულით სავსე დღე აჩუქეს პედაგოგებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს