ხოფურის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს
12-10-2018
ხოფურის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლის დირექტორმა ნონა გაზდელიანმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატება უსურვა.
„მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა და სიყვარული ჩვენს სკოლაში მოღვაწე პედაგოგების მიმართ. მათი ღვაწლი ფასდაუდებელია, გმირობის ტოლფასია. ხვალინდელი საქართველოს ბედი ჩვენს ხელთაა. დღევანდელი მასწავლებელი დროის გმირია, ხოლო განათლება კი ზღვაში უმისამართოდ მოცურავე გემი. წუთია წუთისოფელი, მაგრამ თითოეული წუთი ბრძოლასა და დაუღალავ შრომას მოითხოვს იმისათვის, რომ შენი საკუთარი ადგილი იპოვო დადამკვიდრდე. მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ ჩვენო ღირსეულო პედაგოგებო. უდიდესია თქვენი დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე. გისურვებთ კეთილდღეობასა და წარმატებული მომავალი თაობების აღზრდას“,- მიმართა პედაგოგებს სკოლის დირექტორმა.
სკოლის აღსაზრდელებმა კი პედაგოგებს პროფესიული დღე ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს.
5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის