„ეტალონმა“ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
12-10-2018
ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველ ტურში წარმატებით ასპარეზობისთვის სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევი ტური ჩატარდა. ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები ტესტირებაში ხალისით ჩაერთვნენ. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის