აღვის საჯარო სკოლის პედაგოგმა შორენა სილაგაძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
12-10-2018
აღვის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს შორენა სილაგაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. სკოლა პედაგოგს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის