მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგს ვარსკვლავი გაუხსნეს
12-10-2018
მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგს ისტორიის მასწავლებელ ნანული ჩაფიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგს 70 წლის იუბილე ვარსკვლავის საზეიმო გახსნით მიულოცეს სკოლის თანამშრომლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა.
„ეს ლამაზი ტრადიცია სკოლის კულტურის ნაწილად იქცევა მომავალში, ნანული ჩაფიძეს ვუსურვებთ დიდხანს გაეგრძელებინოს ასეთივე შემართებული, ნაყოფიერი და სიყვარულით გაჯერებული პედაგოგიური მოღვაწეობა და მომავალი თაობების აღზრდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის