ხევის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს
11-10-2018
ჩოხატაურის, ხევის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს. ღონისძიებაში მთელი სკოლა აქტიურად იყო ჩართული.
ღონისძიებას მშობლები და თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება სკოლის დირექტორმა თამარ შელეგიამ დადებითად შეაფასა.
„მიუხედავად კონტინგენტის სიმცირისა სკოლაში ხშირადაა ამაღლებული განწყობა და საზეიმო დღეები“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს