ქვემო ქედის საჯარო სკოლაში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა
11-10-2018
ქვემო ქედის საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო საიტის Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. საიტის მეშვეობით, მოსწავლეებს საშუალება აქვთ ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალურად შექმნილ უნიკალურ ტესტებში, მშობლებს კი შეუძლიათ თვალი მიადევნონ მოსწავლეების განვითარებას, მონაწილეობა მიიღონ მათ აღზრდა-განათლებისა და წახალისების პროცესში და იამაყონ მათი მიღწევებით.
პრეზენტაციის გარდა, სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“ პირველ ეტაპზე წარმატებით მონაწილე მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის