ერგეს საჯარო სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე ფუნქციონირებს
11-10-2018
ერგეს საჯარო სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე „ჩვენ ისტ-ები ვართ“ ფუნქციონირებს.
წრის მუშაობა სასწავლო პროცესში ხელს შეუწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპიუტერული უნარ–ჩვევების განვითარებას და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე პიროვნების აღზრდას.
წრეს პედაგოგი ლამარა მახარაძე ხელმძღვანელობს.
„ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე დღეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში პროგრესი წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა ეს წრე, სადაც მოსწავლეები ბევრ რამეს ისწავლიან“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის