ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ურავლის ხეობა დაასუფთავეს
10-10-2018
ახალციხის N5 საჯარო სკოლის VIIა კლასმა ურავლის ხეობა ნარჩენებისგან დაასუფთავა.
მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია კლასის ხელმძღვანელთან, შორენა ცინაძესთან და მშობლებთან ერთად დაგეგმეს.
„იდეის ავტორები მშობლები იყვნენ. მათი მიზანია მოზარდებს ასწავლონ, რომ გარემოს დაბინძურება არ შეიძლება, რომ სუფთა გარემო ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის