ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ მეორე ტურში მონაწილეობენ
09-10-2018
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლაში უკვე ჩატარდა პირველი ტური და ცნობილი გახდა მეორე ტურში მონაწილეთა სია.
„ეტალონის“ მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ: ბაქარ მირიანაშვილი (IX კლასი, დამრიგებელი ელენე ავაზაშვილი), თათია ჩხეიძე, ნინო სეფაშვილი, ლევან კოკილაშვილი, ნიკოლოზ ჯაფოშვილი- (VIII ბ კლასი, დამრიგებელი თათა ფეიქრიშვილი)
ყვარლის N2 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის