ასპინძის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს
09-10-2018
„მასწავლებლებო, მასწავლებლობას გმირობად გითვლით ერი“, - ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად საზეიმო ღონისძიებას ასპინძის საჯარო სკოლაში, რომელიც მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს.
როგორც სკოლის დირექტორმა კლარა ზედგინიძემ აღნიშნა, მასწავლებლობა დიდი პასუხისმგებლობაა:
„იყო მასწავლებელი ნიშნავს, რომ კარგად გქონდეს გაცნობიერებული შენი ვალი ბავშვებისა და ქვეყნის წინაშე, და რომ პატრიოტი და განათლებული თაობის აღზრდაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი“.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებს ყვავილები მიართვეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის