ციხისძირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა დაჯილდოებას დაესწრო
09-10-2018
ციხისძირის საჯარო სკოლის ქართული ენის, ლიტერატურისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნაზი კოჩალიძე აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსებსა და ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილე მოსწავლეების პედაგოგების დაჯილდოებას დაესწრო.
სკოლის დირექციის ცნობით, პედაგოგმა აღნიშნული ღონისძიება დადებითად შეაფასა.
მათივე ინფორმაციით, ციხისძირის საჯარო სკოლაში სხვადასხვა აქტივობა იგეგმება.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის