ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
09-10-2018
ნინოწმინდის, ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში მთელი სკოლა მონაწილეობდა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თემები დაწერეს და საყვარელი მასწავებლების ნახატები დახატეს.
საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებვმა კი იცეკვეს და იმღერეს.
ღონისძიების ბოლოს კი მასწავლებლებისთვის სხვადასხვა მხიარული თამაშები მოეწყო, რომლებიც სკოლის აღსაზრდელებმა დაგეგმეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის