ლეღვანის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღე საზეიმოდ აღნიშნეს
08-10-2018
ლეღვანის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღე საზეიმოდ აღნიშნეს.
კერძოდ, მოსწავლეებმა პედაგოგებს ეს თარიღი სპეციალური ღონისძიებით მიულოცეს.
სკოლის დირექციამ კი მასწავლებლები ექსკურსიითა და სიგელებით დააჯილდოვა.
„საოცრად თბილი და ამაღელვებელი სიურპრიზი - უღრმესი მადლობა პედკოლექტივს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, პროფკავშირს, გამგეობას, საკრებულოს, თითოეულ ადამიანს, ვინც ეს დღე დღესასწაულად გვიქცია“, - აღნიშნავენ ლეღვანის საჯარო სკოლის პედაგოგები.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის