ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა პროექტორით დაასაჩუქრეს.
კერძოდ, როგორც სკოლის დირექციის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული სიურპრიზი სკოლის ყოფილმა მოსწავლემ გააკეთა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა მოისურვა:
„ჩვენ სკოლას პროექტორი აღარ ჰქონდა. მოგეხსენებათ, ეს ნივთი სასკოლო ცხოვრებაში რაოდენ მნიშვნელოვანია. მოულოდნელად, პირმა, რომელმაც ჩვენი სკოლა დაამთავრა და ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, მათემატიკის მასწავლებელს, ნინო ბუხნიკაშვილს სასწავლო პროცესისთვის ესოდენ საჭირო და მნიშვნელოვანი ნივთი გადასცა. მესამე საჯარო სკოლის კოლექტივი მადლობას უხდის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, სიკეთის უანგაროდ მკეთებელს და კიდევ მრავალი კარგი საქმის საკეთებლად უფლის შემწეობასა და კეთილდღეობას უსურვებს!“- აღნიშნავენ დირექციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს