წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა სასკოლო კონფერენცია ჩატარდა
08-10-2018
განათლების საერთაშორისო აკადემია IAE-სა და ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის თანამშრომლობით განხორციელდა მასწავლებელთა სასკოლო კონფერენცია შემდეგ თემაზე: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები“. კონფერენციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი და ქალაქ წყალტუბოს საკრებულოს თავჯდომარე - ბატონ გიზო ივანეიშვილი.
კონფერენციაში მონაწილე 16-მა მომხსენებელმა წარმატებული პრაქტიკის შესახებ გააკეთეს მოსხენებები და საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ პედაგოგებს გაუზიარეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის