ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მხატვრული ლიტერატურა შეემატა
08-10-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მხატვრული ლიტერატურა შეემატა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, გასულ წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა სკოლის დასახმარებლად თანხა მოიგო. სწორედ ამ თანხით შეიძინა სკოლის დირექციამ ახალი წიგნები.
„გახარებული ბავშვები გაეცნენ წიგნებს და დაგეგმეს მათი წაკითხვა-განხილვა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს