მაჭატიის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
08-10-2018
მაჭატიის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ეფექტურად აღნიშნეს.
კერძოდ, აღნიშნული სკოლის დირექტორმა, ვერა მოროზოვამ სწავლის დაწყება მოსწავლეებს და მასწავლებლებს მიულოცა, გასული წლის შედეგებსა და წარმატებებზე ისაუბრა და წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკლასელებმაც იზეიმეს. მათ ლექსები და სიმღერები როგორც მშობლიურ (სკოლა სომხურენოვანია), ისე ქართულ ენაზე შეასრულეს.
ტრადიციისამებრ, მე-12 კლასის მოსწავლეებმა პირველი კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახში შეიყვანეს და მათ წარმატებები უსურვეს. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაში მშობლები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს