სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურულ ფესტივლში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
08-10-2018
სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები რეზო შარაშიძე, ელისო ხოზრევანიძე და რუსუდან შარაშიძე სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის სახელობის საბავშვო ლიტერატურულ ფესტივლში - „სიკეთის ხე“ აქტიური მონაწილეობისთვის დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ლიტერატურული ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალი ქუთაისში 27 სექტემბერს გაიმართა. კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.
სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის