ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლაშქრობაში იმყოფებოდნენ
08-10-2018
ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, მოსწავლეები, პედაგოგის ხელმძღვანელობით ქვემო მაჩხაანიში იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი და სამების მონასტერი მოინახულეს.
„მოსწავლეებმა შეუსვენებლად და ხალისით მოიარეს ბოდბისხევის წმინდა მარიამის და წმინდა ნიკოლოზის ტაძრები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის