ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ორგინალურად აღნიშნეს
08-10-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ორგინალურად აღნიშნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, XII კლასის მოსწავლეებმა წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული აქტივობები განახორციელეს.
მეთორმეტეკლასელებმა მასწავლებლის როლი მოირგეს და საკუთარი სურვილისამებრ სხვადასხვა კლასში გაკვეთილები ჩაატარეს. დიდ შესვენებაზე კი მთელი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მოუყარეს თავი და პედაგოგებს პროფესიული დღე ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის