არბოშიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ მე-2 ტურში გადავიდნენ
08-10-2018
დედოფლისწყაროს, არბოშიკის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა. ტესტირებაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოთხი მოსწავლე მე-2 ტურში გადავიდა, ოთხი კი სერთიფიკატით დაჯილდოვდება.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად გაიმართა. იხილეთ ფოტო
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის