რომელ რეგიონში სწავლობს ყველაზე ცოტა მოსწავლე - სტატისტიკა მოსწავლეებისა და სკოლების რაოდენობის შესახებ
08-10-2018

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით ქვეყანაში სულ 2 308 სკოლა ხოლო, მოსწავლეთა რაოდენობა 575 ათასს აჭარბებს. 2017-2018 სასწავლო წლის მონაცემების მიხედვით სკოლების ყველაზე მცირე რაოდენობა - 8 ყაზბეგის მუნიციპალიტეტშია, ხოლო ყველაზე ბევრი სკოლა - 396 იმერეთის რეგიონში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით 2017-2018 სასწავლო  წელს მოსწავლთა ყველაზე მცირე რაოდენობა მაღალმთიან რეგონებში ფიქსირდება. მაგალითად, ლენტეხის რაიონში 11 სკოლა და 536 მოსწავლე ირიცხებოდა, ხოლო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში - 508 მოსწავლე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სკოლების რაოდენობა შემცირებულია, ხოლო მოსწავლეების რაოდენობა გაზრდილი. სტატისტიკის მიხედვით 2013-2014 სასწავლო წელს 2 328 სკოლა და 553 016 მოსწავლე ფიქსირდებოდა, ხოლო 2017-2018 სასწავლო წელს 2308 სკოლა და 575 181მოსწავლე.

Etaloni.ge ჯეოსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ, უფრო დეტალური სტატისტიკურ მონაცემებს.

მოსწავლეების ყველაზე მცირე რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

ყაზბეგის მუნიციპალტიეტი: 8 სკოლა - 508 მოსწავლე;

ლენტეხის მუნიციპალიტეტი: 11 სკოლა - 536 მოსწავლე;

ონის უნიციპალიტეტი: 9 სკოლა - 538 მოსწავლე;

ცაგერის მუნიციპალიტეტი: 26 სკოლა - 919 მოსწავლე;

ამბრლაურის მუნიციპალიტეტი: 22 სკოლა - 1020 მოსწავლე.

მოსწავლეების ყველაზე მეტი რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

თბილისი: 287 სკოლა - 194 110 მოსწავლე;

იმერეთის რეგიონი: 396 სკოლა - 76 038 მოსწავლე;

ქვემოქართლისრეგიონი: 266 სკოლა - 68 585 მოსწავლე

აჭარის არ.: 254 სკოლა - 56 247 მოსწავლე;

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონი: 263 სკოლა - 43 496 მოსწავლე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203