დაბა მანგლისის N1 სკოლის მოსწავლეები „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობდნენ
08-10-2018
დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ევროპის სპორტის კვირეული 2018-ის“ ფარგლებში გამართულ სპორტულ-შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობდნენ. დაბა მანგლისის ცენტრალურ პარკში სპორტული შეჯიბრებები მოეწყო ჭადრაკში, ნარდში, ბადმინტონში. ასევე გაიმართა მივიწყებული სპორტულ-შემეცნებითი თამაშები ღინღილო, ლახტი, კენჭაობა, კლასობანა, წრეში ბურთი, რომლებშიც სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.
სკოლა ღონისძიებაში წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელით დაჯილდოვდა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის