სალხინოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცეს
05-10-2018
ვანის სალხინოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. პედაგოგებს ეს დღე პირველი კლასის მოსწავლეებმა მიულოცეს. მოსწავლეებმა მასწავლებლებს ყვავილები და ბარათები მიართვეს.
მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდაა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის