პირმისაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით მიულოცეს
05-10-2018
პირმისაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით მიულოცეს. სკოლის აღსაზრდელებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და მასწავლებლებს ყვავილები მიართვეს. „სიურპრიზითა და გულწრფელი მილოცვებით დაიწყო დღე. მოსწავლეთა თვალებში დანახული მადლიერება ხომ ყველაზე დიდი ჯილდოა თითოეული მასწავლებლისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს