ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლა მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს დიპლომით დაასაჩუქრეს
05-10-2018
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებს საქართველოს უნივერსიტეტმა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
სკოლამ უნივერსიტეტისგან საჩუქრად სპეციალური დიპლომი და ტორტი მიიღო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, უნივერსიტეტმა სკოლა გამოარჩია, როგორც ერთ- ერთი წარმატებული სკოლა, რომლის მოსწავლეებიც საქართველოს უნივერსიტეტში წარმატებით და საგრანტო დაფინანსებით ეუფლებიან ცოდნას.
სკოლა საქართველოს უნივერსიტეტს მადლობას უხდის.
„მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს მასწავლებლის შრომის აღიარებისა და დაფასებისათვის, ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩვენთვის. სკოლის პედაგოგები კი პროფესიულ დღეს ვულოცავთ ქვეყნის ყველა პედაგოგს, ვუსურვებთ პროფესიულ წარმატებებსა და წინსვლას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის