კუჭატნის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
05-10-2018
კუჭატნის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მზია გახუტელაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს. ღონისძიება მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. ღონისძიების ბოლოს კი მასწავლებლებს ყვავილები მიართვეს.
სკოლის დირექცია მასწავლებელთა დღეს საქართველოს ყველა პედაგოგს ულოცავს.
5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს