გორის N1 საჯარო სკოლას ნიკო კეცხოველის სახელი მიენიჭა
05-10-2018
გორის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სიახლეებით დაიწყო. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლას ცნობილი ქართველი ბოტანიკოსის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო კეცხოველის სახელი მიენიჭა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას სკოლის კურსდამთავრებული შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრო.
გუბერნატორმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
2018-2019 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სკოლის აღსაზრდელებს ანიმატორებმაც. მოსწავლეებმა ასევე, ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის